ახალი ამბები
ვალერი გელაშვილის მხარდასაჭერად ხაშურში ,,ქართული ოცნების" აქტივისტები იკრიბებიან
ხაშურში პარტია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან.

აქტივისტების წასაყვანად, მთავარ მოედანზე ოთხი ავტობუსი და 30 მიკროავტობუსი  გაამზადეს.

გორში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იგეგმება.

რეგიონულ ყრილობას ქვეყნის პირველი პირიც, პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

რაც შეეხება კანდიდატებს, პარტია ,,ქართული ოცნება" ხაშურის მაჟორიტარად ვალერი გელაშვილს (მოქმედი პარლამენტარი) ასახელებს.

გელაშვილის განცხადებით, საქართველოში ის გამთენიისას დაბრუნდა, რადგან გადაწყვეტილების შესახებ, გვიან ღამით აცნობეს.







 

Print

სტატიის გამოყენების პირობები