ახალი ამბები
მეასფალტეებმა კანალიზაცია ჩააბეტონეს
კასპში პაატას ქუჩაზე მშენებლებმა კანალიზაცია ჩააბეტონეს.

ამის გამო, გოგობერიძეების ოჯახში ფეკალური მასა იატაკებიდან შევიდა.

ჩაბეტონებული ჭის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპში მცხოვრებმა ირმა გოგობერიძემ მიაწოდა.

ირმა გოგობერიძის განცხადებით, ასფალტის დაგების დროს ჭა თავღია იყო.

,,ღამის 12 საათზე კანალიზაცია სახლში შემოვიდა. ქუჩის ცენტრალური მაგისტრალი ასფალტის დაგების დროს დააბეტონეს. ალბათ, ვიღაც თავის საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდა და გზის დაგების დროს ღია ჭაში ჩაყარეს ასფალტი." - ამბობს ირმა გოგობერიძე.

მოხდება თუ არა ზიანის ანაზღაურება, ამას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მოგვიანებით გაარკვევს.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მისი ღირებულება კი, 923 232 ლარია.

გზაზე ეწყობა საფეხმავლოები, ბეტონის ბორდიურები, სანაგვე ურნის ჯიბეები, ეზოში შესასვლელები, რკინაბეტონის დახურული კიუეტები და ასფალტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები