ახალი ამბები
36 წლის მამაკაცმა დანით დაზიანება ყელის არეში მიიყენა
დღეს 36 წლის მამაკაცმა დანით თვითმკველობა სცადა.

დაშავებული ,,გორმედის" საავადმყოფოში საღამოს 18 საათისთვის მიიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მამაკაცმა დაზიანებება ყელის არეში მიიყენა.

შემთხვევის დროს ის თავის საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

მკურნალობა ,,გორმედის" საავადმყოფოში ჩაუტარეს და, როგორც მკურნალმა ექიმებმა გვითხრეს, დანამ მხოლოდ კანქვეშა ქსოვილები დააზიანა.

დაშავებულის მეუღლის თქმით, ნერვიული აშლილობა სავარაუდოდ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოუვიდა.

,,შვილს უთხოვია, რომ ფული კანფეტებისთვის მიეცა. ჩემი მეუღლეც განერვიულდა, როგორ? მე სახლში იმის ფული არ უნდა მქონდეს, რომ ბავშვებს რამე ვუყიდოო?" - გვითხრა დაშავებულის ახლობელმა.

,,გორმედის" საავადმყოფოში პაციენტის ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ, რადგან პირადობის მოწმობაც კი არ გააჩნდა.

ადგილზე მისულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პიროვნება ამოიცნეს და ექიმებს უთხრეს, რომ ის წარსულში ნასამართლევია.

ორი საათის შემდეგ პოლიციამ მამაკაცი დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები