ახალი ამბები
,,კაი ულვაშები უყენია" - მხარდამჭერები ,,ოცნების" კანდიდატებს აფასებენ
პარტია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები დღეს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან გორში ჩავიდნენ.

დაახლოებით 12 ათას ამომრჩეველზე გათვლილ ყრილობაზე აბსოლუტური დასწრება არ შედგა.

იმ დროს, როდესაც სცენაზე კანდიდატებს ასახელებდნენ, ქალაქში გაწვიმდა.

მხარდამჭერების ნაწილმა შეკრების ადგილის მიტოვება დაიწყო. განსაკუთრებით, გორის რაიონში მცხოვრებმა ამომრჩეველმა.

შედარებით მაღალი მობილიზებით ხაშურის რაიონის ამომრჩეველი გამოირჩეოდა. ხაშურელები ყრილობაზე 4 ავტობუსით (ქალაქ ბორჯომის წარწერით) და 30 მიკროავტობუსით მივიდნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარდამჭერების ნაწილს კანდიდატების ვინაობის შესახებ ვკითხეთ.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამომდე უცნობი იყო ხაშურის კანდიდატის ვინაობა. აქტივისტების დიდი ნაწილი, ბოლო დღემდე, კანდიდატების ვინაობის შესახებ ზუსტი ინფორმაციას არ ფლობდნენ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები