ახალი ამბები
პრემიერი მაჟორიტარ კანდიდატებს ქარელში, ხაშურსა და კასპში წარადგენს
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატებს ქარელში, ხაშურსა და კასპში ცალცალკე წარადგენს.

ამის გამო, ცენტრალური ქუჩები პოლიციამ უკვე გადაკეტა.

ხაშურში კვირიკაშვილი მხარდამჭერებს ვალერი გელაშვილს წარუდგენს, ქარელში - გიორგი თოთლაძეს, ხოლო კასპში - ირაკლი მეზურნიშვილს.

შიდა ქართლის მაჟორიტარები მმართველმა გუნდმა მხარდამჭერებს გუშინ გააცნო.

ხაშურელებისთვის ვალერი გელაშვილის დასახელება ბოლო დრომდე მოულოდნელი იყო, რადგან ვალერი გელაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობდა, რომ მისი კანდიდატურა აღარ განიხილებოდა.

31 ივლისს კი, ლიტვაში მყოფი ვალერი გელაშვილი შუაღამისას გამოიძახეს. ვალერი გელაშვილი საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა და გორში გამართულ რეგიონალურ ყრილობასაც დაესწრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები