ახალი ამბები
ქვენატკოცასთან მეთევზე სახლართი ბადით თევზაობდა
,ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცასთან მოქალაქე სახლართი ბადით თევზაობდა.

ამის გამო ის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

,,მდინარე ფცაზე მოქალაქე თევზაობდა აკრძალული მეთოდით, კერძოდ, ბამბუკის ჯოხზე გამობმული სახლართი ბადით. შედგა შესაბამისი აქტი." - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები