ახალი ამბები
პრემიერმა ქარელში, ხაშურში და კასპში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა გადადო
ქარელში, ხაშურსა და კასპში პარტია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების დღეს დაგეგმილი წარდგენა გადაიდო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიული ორგანიზაციების შტაბებიდან აცნობეს.

ქარელის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი თოთლაძის თქმით, უცნობია გადადების მიზეზი.

ხაშურის მაჟორიტარი კანდიდატი ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ პრემიერს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე გამოუჩნდა.

გიორგი კვირიკაშვილს ხაშურში ვალერი გელაშვილი  6-ის ნახევარზე, გიორგი თოთლაძე ქარელში 7-ის ნახევარზე, ხოლო 8 საათზე კასპში ირაკლი მეზურნიშვილი უნდა წარედგინა.

31 ივლისს კვირიკაშვილმა რეგიონის ყველა მაჟორიტარი მხარდამჭერებს, გორში, რეგიონულ ყრილობაზე გააცნო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები