ახალი ამბები
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ,,ერთი საღამო ხოვლეში" გაიმართება
6 აგვისტოს ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება ,,ერთი საღამო ხოვლეში" გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საღამოს ორგანიზატორი ანა ბაისონაშვილი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ამ სახელწოდების აქცია დიდი ქართველი მეცნიერის მუზეუმის ეზოში გასულ წელსაც ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირველობა ქართულ ჭიდაობაში, პირველობა ნარდში და ხოვლის ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ სახეობაში მკლავჭიდში. საღამოს კი ფოლკლორული კონცერტი მოეწყობა.

,,გიწვევთ ყველა ხოვლელს და ხოვლის სტუმარს მიიღოთ მონაწილება სოფლის ცხობრებაში, მიიღოთ მონაწილეობა დღესასწაულის მსვლელობისას, მანამდე კი გთხოვთ მოგვაწოდეთ ინფორმაცია სოფლის საინტერესო ადამიანებზე, მომღერლებზე, პოეტებზე, ლექსის მთქმელებზე, ადამიანებზე რომლებიც ქმნიან საინტერესო ნივთებს, ქარგავენ, ქსოვენ, ხატავენ, გამოირჩევიან თავიანთი საქმიანობით. ამ დღისით მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენები, სათვალსაჩინოდ ნივთების ჩვენება, რათა უფრო მეტად ვიცნობდეთ ერთმანეთს და მეტად დავაფასოთ თანასოფლელის საქმიანობა" - აღნიშნავს ორგანიზატორი.

სოფელ ხოვლეში ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მძიმე მდგომარეობაშია. ეზო შემოსაღობია, ხოლო სასახლის აივანი დაზიანებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები