ახალი ამბები
ცხინვალის მოსახლეობა ბუნებრივ აირს გრაფიკით იღებს
სარემონტო სამუშაოების გამო, ცხინვალის მოსახლეობა ბუნებრივ აირს გრაფიკით იღებს.

კომპანია ,,ენერგორესურსის" ხელმძღვანელის ნუგზარ თაბუევის თქმით, შეფერხება სამი დღე გასტანს.

ჯავა-ცხინვალის მონაკვეთზე მილსადენს  რეაბილიტაცია უტარდება.

ამის გამო, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ცხინვალელებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება წყდება.

მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები