ახალი ამბები
გაკოტრებული ტრავმატოლოგიური საავადმყოფო სურამში
სურამის ტრავმატოლოგიური შენობა დღეს ასე გამოიყურება.

ჯერ კიდევ, საბჭოთა საქართველოში ცნობილი სამედიცინო ცენტრი საბოლოოდ გაუქმდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 2014 წლიდან საავადმყოფოს გაკოტრების საქმე დაიწყო.

ჯერ კიდევ 2013 წელს შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, თხოვნით მიმართა.

განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებდა და საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხებოდა.

აღნიშნულ პერიოდში შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ უზრუნველყოფილ კრედიტორს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენდა.

გადახდისუუნარო საავადმყოფოს არ შესწევდა უნარი კრედიტორთა მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, ხოლო საჯარო რეესტრში ქონებაც არ ჰქონდა დარეგისტირებული.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაკოტრების საქმის წარმოება 2015 წლიდან დაიწყო.










Print

სტატიის გამოყენების პირობები