ახალი ამბები
გორში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან შეხვედრა გაიმართა
უწყობს თუ არა ქალის მიმართ ძალადობას რელიგიური დოგმები? - ამ თემებზე გორში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან რუსუდან გოცირიძესთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობდნენ.

დისკუსია სახელწოდებით ,,ქალი და რელიგია" კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.

რუსუდან გოცირიძის თქმით, დემოკრატიის ყველა პოსტულატი ამოზრდილია, სწორედ, ქრისტიანობიდან.

მაგალითისთვის, სახარების ეპიზოდები მოჰყავს.

მისი აზრით, თუ საზოგადოება სახარებას ცხოვრების ნაწილად და არა დოგმად გაიხდის; თუ წაიკითხავს შინაარს და არ გადახედავს ზედაპირულად, ის მიხვდება, რომ სწორედ ქრისტიანობაა თანასწორობის გარანტი.

,,სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ რაც უბრო ბევრი სასულირო პირი ისაუბრებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორობა, რამდენად მნიშვნელოვანია უმცირესობების საკითხებისადმი სენსიტიური მიდგომა, რაზეც დგას ფაქტობრივად დემოკრატია. აბსოლუტურად, დემოკრატიის ყველა პოსტულატი ამოზრდილია ქრისტიანობიდან" - ამბობს რუსუდან გოცირიძე.

შეხვედრის ორგანიზატორის, კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ თედლიაშვილის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები, სწორედ, ქალთა მიმართ თანასწორობის ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები