ახალი ამბები
უკანონო თევზჭერის ფაქტზე სამხედრო ფორმიანი პირი დააჯარიმეს
მდინარე მტკვარზე სამხედრო ფორმიანი მოქალაქე უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობიდან აცნობეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სამხედრო ფორმიანი პირი ანკესზე გამობმული სახლართი ბადით თევზაობდა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა იმავე ადგილზე კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს.

შეადგინეს ადამინისტრაციული სამართალდარღვევის აქტები და მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით შესაბამის ორგანოს გადაუგზავნეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები