ახალი ამბები
ჰოლანდიური ბაღი სოფელ დოესში
ისტორიკოსი ლია ბეგლარაშვილი სოფელ დოესში 100-მდე ჯიშის ყვავილს უვლის.

მისი სახლის ეზო ჰოლანდიური ყვავილებითაა გაფერადებული.

ნარგავები როგორც გარეთ, ასევე სათბურში ხარობს. ყვავილების გაყიდვა ლია ბეგლარაშვილს უკვე წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია.

,,როცა ვჭრი გასაყიდად და წასაღებად ყვავილებს, ჩემი სული თან მიჰყვება" - გვეუბნება ქალბატონი ლია.

ყვავილები დედამ შეაყვარა. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ავად ჰყავდა.

,,როდესაც დედა ავადმყოფობდა, სულ უნდოდა ყვავილების ნახვა, მოვლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს სიყვარული გამყვა და, როგორც ცოცხალი არსება, ისე ვუვლი"

Print

სტატიის გამოყენების პირობები