ახალი ამბები
სოფელ ქვეშთან რუსმა მესაზღვრეებმა ერთი პირი დააკავეს
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრიდან აცნობეს.

1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა ცხინვალისკენ წაიყვანეს.

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულის საქმეს დე-ფაქტო მთავრობის სასამართლო განიხილავს.

ალექსანდრე შავერდაშვილი ნაკვეთს რწყავდა.

არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები