ახალი ამბები
სოფელ ფრისთან ცეცხლმა საფრთხე საცხოვრებელ სახლებს შეუქმნა
ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისთან ბალახზე გაჩენილი ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.

ცხინვალის სახანაძრო სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟიდან გამართულად ერთმა იმუშავა.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთერთ მანქანას საკმარისი რაოდენობის წყალი არ აღმოაჩნდა.

მეორე მანქანა გზაში დაზიანდა, მესამე მანქანის მეშვეობით კი, საცხოვრებელ სახლებთან მისული ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა.

,,სოფელ ფრისის სახლები დაწვას გადარჩა, მაგრამ ცეცხლი ტყისკენ წავიდა" - იუწყება სააგენტო სპუტნიკი. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები