ახალი ამბები
ქარელის 6 სოფელში 140 ურნა ჩაიტანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბერძენაული, აბისი, ფცა, ურბნისი, დვანი და ზემო ხვედურეთი 140 ერთეული ნაგვის ურნა განთავსდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ქონების ჯარმური ღირებულება 133 399 ლარს შეადგენს.

"მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა ურნების შეძენა, რომელიც 6 სოფელში გადანაწილდა. შესაბამისად, აღნიშული სოფლებიდან, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, მოხდება ნარჩენების გატანა, რაც დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან და ადგილობრივი მოსახლეობა იცხოვრებს გაცილებით უვნებელ გარემოში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სოფლებში ურნების განთავსება პირველად მოხდა და ეს პროცესი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში გაგრძელდება“ - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი.

მსგავსი პროექტები ქარელის გამგეობამ წინა წლებშიც განახორციელა.

2014 წელს - მუნიციპალიტეტმა შეიძინა 94 620 ლარის ღირებულების - 120 დიდი და 30 პატარა ურნა, ქარელისა და აგარისათვის. 2016 წლის დასაწყისში განხორციელდა კიდევ ერთი შესყიდვა და შემოტანილი იქნა 100 000 ლარის ღირებულების 100 ურნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები