ახალი ამბები
ჯავის რაიონში ღორები აფრიკული ჭირისგან იხოცება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის  რამდენიმე სოფელში მოსახლეობას ღორები დაეხოცა.

აფრიკული ჭირისგან ზარალი, ამჟამად, ჯავის რაიონში მიიღეს.

ცხინვალის ვეტერინარული სამსახურის ცნობით, ღორები ჭირისგან დაახლოებით 10 სოფელში უკვე დაიღუპა.

ჯავის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ლიანა თედეევი ამბობს, რომ ხელისუფლება დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

დაღუპული საქონლის სინჯებს რუსეთის ფედერაციაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნიან.

ვეტერინარული სამსახურის ცნობით, მოსახლეობა დაღუპულ ღორებს ხშირს შემთხვევაში მდინარის პირზე აგდებს, ნაცვლად იმისა, რომ დაწვას.

დე-ფაქტო მთავრობის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ირწმუნება, რომ ყველა საშიში კერას აღმოიხვრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები