ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა ადმინისტრაციულ საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს
არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება.

ამ გადაწყვეტილებას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, საგუშაგოები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 9 აგვისტოს დილის 9 საათიდან განაახლებს.

ცხინვალში სამი დღის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.

ცხინვალის უსაფრთხოების კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებით, სწორედ, ამ დღეებს უკავშირდება ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა.

საგუშაგოებზე გამკაცრებული წესები ყველაზე მეტად ახალგორის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუქმნის პრობლემებს.

ამ საგუშაგოს მეშვეობით რაიონში მცხოვრები ქართველები როგორც ცხინვალის, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოძრაობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები