ახალი ამბები
სამეფო ქუჩაზე მოქალაქემ ხეები თვითნებურად გაჩეხა
გორში, სამეფო ქუჩაზე მოქალაქემ ხეები უნებართვოდ გაჩეხა.

ამის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გუშინ აქცია მოაწყო.

აქციის წევრებთან ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილი მივიდა.

საკრებულოს წევრმა გუშინ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

დღეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა აღნიშნულ უბანზე რეიდი მოაწყეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შიდა ქართლის განყოფილების ინსპექტორებმა უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, დააჯარიმეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები