ახალი ამბები
ცხინვალის ვეტერინარებმა დაავადებული ღორის ნიმუშები სტავროპოლში გაგზავნეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაავადებული ღორების ნიმუშები შესამოწმებლად სტავროპოლში გაგზავნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე-ფაქტო მთავრობის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ღორები სავარაუდოდ აფრიკული ჭირისგან დაიღუპა.

ეპიდემია ჯავის რაიონში მძვინვარებს, რადგან მოსახლეობას და ფერმერებს უკვე რამდენიმე ათეული ღორი დაეხოცა.

ვეტერინარული სამსახური ირწმუნება, რომ აფრიკულ ჭირთან აქვთ საქმე.

,,იმ შემთხვევაში, თუ სტავროპოლში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხით აფრიკული ჭირის არსებობა დადასტურა, მაშინ რესპუბლიკაში კარანტინი გამოცხადდება და აიკრძალება როგორც ღორის გაყიდვა, ასევე ექსპორტი" - აცხადებს დე-ფაქტო მთავრობის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები