ახალი ამბები
მარწყვი წელიწადის ნებისმიერ დროს
თამაზ მაყაშვილმა და გია გზირიშვილმა საოჯახო ბიზნესი წამოიწყეს და მარწყვის ღია სათბური მოაწყეს.

3 ათასი ნერგი უკვე დარგულია და კარგად მოვლის შემთხვევაში წელიწადში თითო ნერგმა ერთი კილოგრამი მარწყვი უნდა მოიყვანოს.

მეწარმეებმა ჯერ გადახურვა არ იჩქარეს.

თამაზ მაყაშვილი ამბობს, რომ შემოდგომიდან უკვე დახურული სისტემა იქნება.

,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მეწარმეებმა ყველა საჭირო მატერიალური მასალა შეიძინეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები