ახალი ამბები
,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" წევრებმა ომში დაღუპულები გაიხსენეს
დღეს, „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირმა“ და მოძრაობამ „ ქალები - მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისდმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

დიდების მემორიალიდან მსვლელობა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალამდე მოეწყო.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რა შედეგები მოაქვს ომს და რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და უსაფრთხოება!

მსვლელობა გაიმართა პროექტის „ქალები მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი“ შვედური ორგანიზაცია KTK-ს მხარდაჭერით.

ორგანიზაცის წარმომადგენლის ნანა საბანაძის თქმით, უკვე მერვედ გაიხსენეს ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე ქვეყნის ერთანობისათვის ბრძოლას შეწირეს.

წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოძრაობა ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" წევრები, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს ორგანიზაციის დამფუძნებლის მანანა მებუკეს გარეშე ხვდებიან. მანანა მებუკე რამდენიმე ხნის წინ უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

,,მათი დაღვრილი სისხლი უნდა დავაფასოთ, დავდგეთ მშვიდობის სადარაჯოზე, და პრინციპებს არ უნდა გადაუხვიოთ, კონფლიქტის მოგვარების გზებზე უნდა ვიფიქროთ, დავიბრუნოთ ერთმანეთის ნდობა და დავნერგოთ სიყვარული, ,,ნაბიჯ-ნაბიჯ, თითომ თითო კენჭის დადებით’’, დავაბრუნოთ სიმშვიდე დედამიწაზე" - აღნიშნა ნანა საბანაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები