ახალი ამბები
შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, სოფელ შინდისში მოწყობილ ,,ძმათა სასაფლაოს" პატივი მიაგეს.

მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სპეციალურად დამზადებული წითელი ყაყაჩოები დაურიგდა. ყაყაჩოები მემორიალთანაც განათავსეს.

აქცია გაზეთ ,,პრაიმტაიმის" ორგანიზებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, ,,ქართული მედია-ჯგუფისა" და ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" მეშვეობით მოეწყო.

აქციის ფარგლებში „პრაიმტაიმის“ მიერ შექმნილი სპეციალური წიგნები მოსახლეობას გადასცეს.

წიგნი სახელწოდებით “გმირი“ აგვისტოსა და ავღანეთის ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება. ასევე, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში გამოიცა სპეციალური გაზეთი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები