ახალი ამბები
გვირგვინები აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალებთან
8 აგვისტოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მემორიალური კედლები აღიმართა.

ესენია: გორის საკათედრო ტაძართან ომში დაღუპულთა მემორიალი, ვერხვებზე არსებული ე.წ. ჭურვების მემორიალი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალი საბრძოლო დიდების მუზეუმთან, აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი კომბინატის ხიდთან.

დღეს დილიდან საკათედრო ტაძარში წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა.

წირვა 12:00 საათზე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდით გოგებაშვილის ბაღში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალურ სვეტთან გაგრძელდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები