ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, ე.წ. პარლამენტის
წევრები და მოქალაქეები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს
იხსენებენ.
სამგლოვიარო პროცესია ღამით იმ ადგილზე დაიწყო, სადაც სამშვიდობო
ძალების მანდატით მყოფი რუსი სამხედროები 2008 წლის აგვისტოში
დაიღუპნენ.
8 აგვისტოს დადგომას სანთლებით შეხვდნენ და დაღუპულებს წუთიერი
დუმილით პატივი მიაგეს.
სიტყვით დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედა ლაურა გოგაევაც გამოვიდა.
ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, განსაკუთრებით ამაღელველი 6
წლის გიორგის გამოსვლა იყო.
,,ღმერთო, დაგვავიწყე ომი" - თქვა 6 წლის ცხინვალელმა გიორგიმ.
ცხინვალის არაღიარებული სახელმწიფოს პირველმა პირებმა ზარის გზაც
მოინახულეს, სადაც საბრძოლო შეტაკებების დროს რუსეთის სამხედროები
დაიღუპნენ.
სტატიის გამოყენების პირობები