ახალი ამბები
ხაშურში აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროების საფლავები მოინახულეს
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

დღეს მათი საფლავები გვირგვინით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძემ და მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა წარმომადგენლებმა შეამკეს.

ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე ქვიშხეთშია დაკრძალული, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი "მხედრული მამაცობისთვის" გადაეცა, მისი მშობლიური სოფლის - ოსიაურის სასაფლაოზე განისვენებს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერმა კაპრალმა გიორგი წიქარიშვილმა კი სამუდამო განსასვენებელი თბილისის ძმათა სასაფლაოზე ჰპოვა.

- აგვისტოს ომის გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქვიშხეთსა და ოსიაურში გმირებისთვის პატივის მიგებისას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები