ახალი ამბები
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ტურნირი გაიმართა
დღეს აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, ახალგაზრდებს შორის, ფეხბურთი გაიმართა.

ტურნირი ფეხბურთის ფედერაციის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჭალის დასახლებაში ჩატარდა.

მასში მონაწილეობა გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს. გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩავიდა, რომელმაც ახალგაზრდებს და კლუბის წევრებს მომავალი წარმატება უსურვა.

ღონისძიება ქალაქ გორის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები