ახალი ამბები
ხაშურისა და ახალციხის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები რაჭაში დამეგობრდნენ
ხაშურისა და ახალციხის ახალგაზრდული საკრებულოების წევრები რაჭაში დამეგობრდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურიდან აცნობეს.

სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხაშურის ახალგაზრული საკრებულოს წევრები რაჭაში შემეცნებით და გასართობ ექსკურსიაზე იყვნენ.

,,ექსკურსიის ფარგლებში, ახალგაზრდები შეხვდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოს. ორივე მხარემ ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და იმ შესაძლო აქტივობებზე, რისი განხორციელებაც ინტრეგრირებულადაა შესაძლებელი." - აღნიშნავენ კულტურის სამსახურში.

ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს რაჭის ბუნება. მოინახულეს ქართული არქიტექტურის ნიმუში - ნიკორწმინდა, იმყოფებოდნენ მდინარე კრიხულას ულამაზეს ხეობაში და შაორის წყალსაცავი. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები