ახალი ამბები
უფლისციხის, ქვახვრელისა და სკრის გაზიფიცირების პროექტების შედგენა წელს დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, უფლისციხისა და სკრის გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტების შედგენა წელს დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გიორგი სადაღაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს განკარგულებით, ამ სოფლების საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო.

,,ეს ნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოები ამავე სოფლებში მაქსიმუმ გაისად შესრულდება. არაა გამორიცხული წელსვე დაიწყოს" - ასე ულოცავს გიორგი სადაღაშვილი თანასოფლელებს სოფელ ქვახვრელში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ამჟამად სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს. გამრიცხველიანებაც წელს დასრულდა.

2012 წელს სოფელ ქვახვრელში საპარლამენტო არჩევნებზე ,,ქართულმა ოცნებამ" წააგო, ხოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნების" კანდიდატს მისი კონკურენტი ოქრუაშვილის პარტიიდან სულ რამდენიმე ხმით ჩამორჩა. 

ფოტოზე: ქვახვრელის წარმომადგენელი საკრებულოში ნიაზ ნიაზაშვილი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები