ახალი ამბები
მესამე ქვეითის ბრიგადის გუნდმა ჭიდაობაში პირველი ადგილი აიღო
შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირად-გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში სოფელ შინდისში გაიმართა.

საჭიდაო მოედანზე 50-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

ასპარეზობა 60, 66, 73, 81, 90 და აბსოლუტური წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. ტურნირს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგია აკვირდებოდა.

გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული III ქვეით ბრიგადას ხვდა წილად - მათ ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ხოლო კაპრალი გიორგი მახარაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი) ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა, - მან ყველა შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ქართულ ჭიდაობაში, გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების სამმართველოს ორგანიზებით, მეორედ გაიმართა.

საპრიზო ადგილები წონების მიხედვით:

60 კგ.
1. რიგითი გიორგი კუპატაძე (ეროვნული გვარდია);
2. რიგითი გიორგი ჯაშიაშვილი ( IV მექანიზირებული ბრიგადა);
3. კაპრალი შოთა კევლიშვილი (I ქვეითი ბრიგადა);

66 კგ.
1. რიგითი ბექა შერმადინი (I ქვეითი ბრიგადა);
2. რიგითი დავით ხიზანიშვილი (I საარტილერიო ბრიგადა);
3. კაპრალი ბონდო კიკაძე (სპეცილაური ოპერაციების ძალები);

73 კგ.
1. რიგითი ნუგზარ ქურასბედიანი (III ქვეითი ბრიგადა);
2. კაპრალი ნიკა მაწონაძე (I ქვეითი ბრიგადა);
3. რიგითი ირაკლი ჯანიაშვილი (სპეციალური ოპერაციების ძალები);

81კგ.
1. კაპრალი გიორგი მახარაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი);
2. კაპრალი კობა მესხი (I ქვეითი ბრიგადა);
3. რიგითი გიორგი სოზიაშვილი (I საარტილერიო ბრიგადა);

90 კგ.
1. რიგითი ალექსანდრე ქურასბედიანი (III ქვეითი ბრიგადა);
2. რიგითი ვლადიმერ მუმლაძე (IV მექანიზირებული ბრიგადა);
3. კაპრალი მერაბ სარაული (სპეციალური ოპერაციების ძალები);

აბსოლუტური
1. რიგითი ავთო იოსელიანი (სპეციალური ოპერაციების ძალები);
2. ს/პ კახაბერ ყორღანაშვილი (სპეციალური ოპერაციების ძალები);
3. რიგითი არჩილ ჯღუნიაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი);

გუნდური პირველობა:
1. III ქვეითი ბრიგადა;
2. I ქვეითი ბრიგადა;
3. სპეციალური ოპერაციების ძალები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები