ახალი ამბები
მორიგი ქურდობა გორის რაიონში - საძოვრიდან კიდევ ორი ძროხა მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში ორი სული ძროხა დაიკარგა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია მას შემდეგ მიაწოდეს, რაც სოფელ ქვახვრელში მომხდარ, 10 ძროხის ქურდობის შესახებ, ინფორმაცია გამოქვეყნდა.

,,ბოშურიდან ორი გზა მიდის, ერთი ატენისკენ, მეორე კი, ქვახვრელისკენ. კვალის მიხედვით, მოპარული საქონელი სწორედ ქვახვრელისკენ წაიყვანეს" - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ქვახვრელში მინდვრიდან ფერმერს 10 სული საქონელი მოპარეს. ამჯერად, კვალი კასპის რაიონისკენ მიდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და აღნიშნავენ, რომ ყველა ქურდობა არა საცხოვრებელი ეზოებიდან, არამედ საძოვრებიდან ხდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები