ახალი ამბები
გორის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარებმა შინდისში ძმათა სასაფლაოს პატივი მიაგეს
დღეს პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის საოლქო ორგანიზაციამ, გორის და გორის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას და დაღუპული 17 ქართველი გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

,,შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.

11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლა საათზე დიდხანს გაგრძელდა. ქართველი ჯარისკაცები სადგურში მდებარე შენობებს აფარებდენ თავს, რისი მიმართულებითაც რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც.

ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ.

იმ ადგილას, სადაც 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ოკუპაციას შეეწირა დღეს პატარა სიმბოლური მემორიალია მოწყობილი, ყოველი წლის 11 აგვისტოს მათი ნათესავები, ადგილობრივი მცხოვრებნი და უბრალო მოქალაქეები მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები