ახალი ამბები
,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ,,ქართული ოცნების" ოფისთან განცხადებას გააკეთებს
,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის ერთერთი წევრი დავით წეწვაძე ,,ქართული ოცნების" ოფისთან განცხადებას გაავრცელებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის შტაბის ყოფილმა პრეს-სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნინო ბერძენიშვილმა აცნობა.

სავარაუდოდ, წეწვაძე ,,ქართულ ოცნებას" უერთდება.

ის თამაზ შიოშვილის მეგობარია. შიოშვილმა გუშინ გორის მაჟორიტარ კანდოდატობაზე უარი თქვა.

თამაზ შიოშვილის ნაცვლად გორში კენჭს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იყრის.

რაც შეეხება დავით წეწვაძეს, ის თამაზ შიოშვილის ერთერთი ძირითადი დასაყრდენი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2014 წელს კი, საკრებულოს წევრიც გახდა.

ჯერჯერობით, უცნობია განცხადების შინაარსი. ბრიფინგი 17:00სთ-ზე გაიმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები