ახალი ამბები
Sportal.ge და Gol.ge ძველ მასალას ავრცელებს
სპორტული გამოცემების ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელში, დღეს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მომზადებული ძველი სტატია გავრცელდა.

Sportal.ge და Gol.ge-ის მიხედვით, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილის ლაშა შავდათუაშვილის ბანერს საღებავი შეასხეს.

აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე 2016 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა.

მომხდარი ფაქტი არანაირად შეესაბამება ოლიმპიურ თამაშების პერიოდს. ლაშა შავდათუაშვილმა რიოში ბრინჯაოს მედალი 8 აგვისტოს მოიპოვა.

ოლიმპელების ბილბორდი კი ოლიმპიურ თამაშებამდე დააზიანეს და ორ დღეში შეცვალეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები