ახალი ამბები
პარტიის დატოვების შემდეგ დავით წეწვაძე ირაკლი ალასანიას მიმართავს
,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის ერთერთმა ლიდერმა დავით წეწვაძემ პარტია დატოვა და ,,ქართულ ოცნებას" შეუერთდა.

ამის შესახებ მან დღეს ,,ქართულ ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის თავის თავს ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგებში ვეღარ ხედავს. უფრო მეტიც, ,,თავისუფალი დემოკრატების" იდეებს ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ იდეოლოგიას ადარებს.

,,მოგახსენებთ, რომ მე დავით წეწვაძე პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი 2009 წლიდან ვარ. მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი 2012 წელს. გუშინდელ დღემდე,

განვითარებული მოვლენები ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ჩემ გუნდთან ერთად მოტივირებული ვიყავი გამარჯვებისთვის, თუმცა, მე ისევე როგორც ჩემს უკან მდგომი თანაგუნდელები, იმედგაცრუებულები დავრჩით. მე ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ პარტიაში.

ჩემთვის მიუღებელია ნაციონალურ მოძრაობასთან მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიასთან ერთად დგომა. მე ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც ბინძურ თამაშს ვუწოდებ.

ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება მე დავით წეწვაძემ დავტოვო პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" და შევუერთდე პარტია ,,ქართულ ოცნებას - დემოკრატიული საქართველოს"

მივმართავ ბატონ ირაკლი ალასანიას, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციაში დარჩენილ პარტიის თითოეული წევრის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს.

არ დავუშვებ, რომ რომელიმე მათგანი მოტყუებული დარჩეს.

ამ წუთიდან მე ჩემს რესურს ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის ამპლუადან მოვახმარ"
-
აღნიშნავს დავით წეწვაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები