ახალი ამბები
ოსიაურთან თბილისი-ქუთაისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ამ წუთებში ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან ,,თბილისი-ქუთაისის" მიმართულებით მოძრავი ელექტრომატარებელი გაჩერებულია.

სამგზავრო მატარებლის ერთერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა.

მემანქანეების თქმით, უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა.

სავარაუდოდ, მატარებლის ძრავმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მწყობრიდან გამოვიდა.

მგზავრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები