ახალი ამბები
ხვალ ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილი ბრიფინგს ხვალ 12 აგვისტოს გამართავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელმა ლერი ლაფაჩმა განუცხადა.

მისი თქმით, დეტალები მხოლოდ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

,,ქართული პარტიის" ლიდერი, სავარაუდოდ, გორსა და გორის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,თავისუფალი დემოკრატების" ერთერთმა წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა განუცხადა, ოქრუაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვლავ არ აქვს:

,,ჩემი ინფორმაციით, ოქრუაშვილს კვლავ არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში ის საქართველოში არ ცხოვრობდა" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი პარიზიდან 2012 წლის ბოლოს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოვიდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები