ახალი ამბები
თამარ თედლიაშვილი: ,,ალასანიას გვერდით ბრძოლა უმაგრესია"
პარტია ,,თავისუფალ დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წევრი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას გვერდით ბრძოლა საამაყოა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პარტიის ოფისი ორმა წამყვანმა ლიდერმა - თამაზ შიოშვილმა და დავით წეწვაძემ - დატოვა.

,,სულ რომ მარტო დავრჩე, ამ პარტიას არ დავტოვებ. ალასანიას გვერდით ბრძოლა უმაგრესია" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

მას შემდეგ, რაც პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა პარტია დატოვა და  მაჟორიტარობაზე უარი თქვა, ირაკლი ალასანიამ საკუთარი თავი გორის მაჟორიტარად წარადგინა.

თამარ თედლიაშვილი ამჟამად ქალაქის საკრებულოს წევრია. ის პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" სახელით ვერხვების დასახლებაში 2014 წელს მაჟორიტარად აირჩიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები