ახალი ამბები
თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა აღდგენილია
თბილისი-ქუთაისის სამგზავრო ელექტრომატარებელის მოძრაობა აღდგენილია. 

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მგზავრების გადაყვანა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და აღარანაირ შეფერხებას აქვს ადგილი.

,,ამჟამად, მატარებელი ჩვეული რეჟიმით მოძრაობს, მოძრაობა აღდგენილია" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან ,,თბილისი-ქუთაისის" მიმართულებით მოძრავი ელექტრომატარებელი გაჩერდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები