ახალი ამბები
ბექა ღვინიაშვილი იაპონელ მსოფლიო ჩემპიონს ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად შეხვდება
რუისელი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იაპონელ რიუნოსუკე ჰაგას შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა.

მეოთხედფინალამდე 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა გზა წარმატებით გავლო.

მერვედფინალში იპონით ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა.

შთამბეჭდავი იყო პირველ შეხვედრაც. შებოჭვით ბრიტანელ ბენჟამინ ფლეტჩერს სძლია.

ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 22:30-დან დაიწყება.

გორის საჭიდაო დარბაზის შეგირდებს შორის რიოს ოლიმპიადაზე 5 ფალავანი მოხვდა. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი უკვე მოიპოვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები