ახალი ამბები
14 წლის მოზარდს ნაკვეთის რწყვის დროს დენმა დაარტყა
14 წლის მოზარდი ელექტროდენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის დოესში 2016 წლის 10 აგვისტოს გვიან საღამოს მოხდა.

დოესელები ამბობენ, რომ მოზარდის სიკვდილი დენის დარტყმამ გამოიწვია. 14 წლის ახალგაზრდა ნაკვეთს რწყავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები