ახალი ამბები
ვეზირიშვილების სასახლის აღდგენაში მონაწილეობას აზერბაიჯანელი დიპლომატი მიიღებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლეს აზერბაიჯანის სრულუფლებიანი წევრი რუსეთში ფოლად ბულბულოღლი ეწვია.

სტუმარს მასპინძლობა ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა გაუწია.

ფოლად ბულბულოღლის წინაპრები, სწორედ, ოსიაურელი ვეზირიშვილები იყვნენ.

ის რაიონში მეორედ ჩავიდა და პირველად გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა.

ფოლად ბულბულოღლი წარსულში ცნობილი მომღერალი იყო, ის ხაშურის მუნიციპალიტეტის მეგობრად აღიარეს და სურს, რომ დანგრევის პირას მისულ სასახლის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს.

გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურში ვეზირიშვილების მუზეუმის მოწყობა დაგეგმეს.

ვეზირიშვილების სასახლე  საჯარო სკოლის ეზოში დგას.

1974 წლამდე სკოლა, სწორედ, სასახლეში იყო განთავსებული.

გადაკეთებულია რამდენიმეჯერ. XX საუკუნის ბოლოს, 1974 წლამდე მასში სკოლა იყო განთავსებული. ამჟამად გამოყენებულია საჯარო სკოლის სათავსოდ.

ვეზირიშვილების სასახლეში თავადი ვეზირიშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილის ოჯახი. მისი მეუღლე იყო რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და, ბაბალე ბარათაშვილი.

სასახლეში სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა პოეტის მამამ, მელიტონ ბარათაშვილმა და ის ამავე სოფელში, ზღუდერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, სოფლის სასაფლაოზე განისვენებს.

ვეზირიშვილების სასახლეს, 2015 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი









 

Print

სტატიის გამოყენების პირობები