ახალი ამბები
ირაკლი ალასანია გორელ მხარდამჭერებს შეხვდა
პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გორელ მხარდამჭერებს პარტიის ოფისში შეხვდა.

გორის მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში ის ადგილობრივ ამომრჩევლის წინაშე პირველად წარსდგა.

ირაკლი ალასანიას თქმით, პარტიის რეგიონული და რაიონული ორგანიზაცია არ დაიშლება.

ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ადგილობრივ პარტიულ ლიდერთა ნაწილმა ორგანიზაცია დატოვა.

შეხვედრაზე ქარელის, ხაშურისა და კასპის ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ყველა მათგანი ,,თავისუფალ დემოკრატებში" რჩება და პარტია არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება" - გვითხრა ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა.

ირაკლი ალასანია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

,,არჩევნებში გამარჯვება ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. მათ იციან, რა გამიკეთებია მე და რა გაუკეთებია სხვას" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ირაკლი ოქრუაშვილმა ირაკლი ალასანიას არჩევნებში დამარცხება უწინასწარმეტყველა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები