ახალი ამბები
დავით წეწვაძე ,,ქართული ოცნების" აივანზე
პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი დავით წეწვაძე ,,ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბის საპატიო წევრია.

იგი მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარტიულ საქმიანობაში აქტიურად ჩაება.

სავარაუდოდ, დავით წეწვაძე ქალაქის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრთა რაოდენობას გაზრდის.

,,ქართული ოცნების" აქტივისტებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ალასანიას გუნდის ერთერთი ყოფილი ძლიერი დასაყრდენი რეგიონში ამჯერად თავის რესურსს გიორგი თორთლაძის საარჩევნო კამპანიას ახარჯებს.

ფოტო, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო, სწორედ, ,,ქართული ოცნების" შტაბის უფროსის გიორგი თორთლაძის აივანზეა გადაღებული.

ფოტოზე: მარცხნიდან ნოდარ მეტრეველი (ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი), დავით წეწვაძე, (ქალაქ გორის საკრებულოს წევრი) მარლენ ნადირაძე (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბაღების გაერთიანების იურისტი).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები