ახალი ამბები
ოქრუაშვილი გორის ინტელიგენციასთან დახურულ შეხვედრას გამართავს
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორის ინტელიგენციას დახურულ შეხვედრას უწყობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართული პარტიის" წევრმა და ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ინტელიგენციის წარმომადგენლებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საღამოს 19 საათზე უწყობს,  ჟურნალისტები არ უნდა მივიდნენ.

,,ქართული პარტიის" სხვა წევრი ლერი ლაფაჩი კი, ოქრუაშვილთან დაგეგმილ რაიმე შეხვედრას კატეგორიულად გამორიცხავს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა რამდენიმე ადამიანს დაურეკა და ოქრუაშვილთან შეხვედრაზე დაპატიჟა.

,,ჟურნალისტები ამ შეხვედრაზე არ მოხვიდეთ" - გვითხრა ილია მეტრეველმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები