ახალი ამბები
ატენში ვანიშვილების მარანში ,,შატო ატენის" პრეზენტაცია გაიმართა
ატენში მცხოვრებმა სოსო ვანიშვილმა მევენახეობა 2010 წელს დაიწყო. მდინარე ტანას ხეობაში ერთ ჰექტარ ფართობზე ვაზის ვენახი გააშენა.

5 წლის მოვლის შემდეგ, მოსავალი იმდენად კარგი მოვიდა, რომ წელს ვანიშვილების ოჯახში ღვინის პირველი ბოთლი ჩამოასხეს.

სოსო ვანიშვილს ღვინის წარმოებაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმარება.

სწორედ, საქართველოს მთავრობისგან გაწეული დახმარებითა და ხელშეწყობით ,,შატო ატენის" პრეზენტაცია მის მარანში დღეს მოეწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები