ახალი ამბები
სოფელ ქვახვრელში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

45 წლამდე ასაკის გოგიტა მღებრიშვილს რამდენიმე დღე ეძებდნენ.

ახლობლებმა და თანასოფლელებმა ის სოფლის განაპირას, დაუსახელებელ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ნახეს.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს და ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

ქვახვრელელები შიშობენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული საქონლის ქურდობის ფაქტები გოგიტა მღებრიშვილის გარდაცვალების მიზეზს არ უკავშირდებოდეს.

დაუდგენებლმა პირებმა საძოვრებიდან 10 სული ძროხა ივანე ნუსხელიძეს მოპარეს.

ადგილობრივი მკვიდრი გიორგი სადაღაშვილი 31 წლის წინ, სოფლის თავმჯდომარისა და ბრიგადის მეთაურის მკვლელობის ფაქტს იხსენებს.

კოლმეურეობის თავმჯდომარე იასონ გაბინაშვილი და ბრიგადის ხელმძღვანელი ზაქარია ჯანეზაშვილი მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი ყურძნის ვენახების ქურდობს, ღამით, თავზე წაადგნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა გამოძიების ეფექტურად ჩატარებას ითხოვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები