ახალი ამბები
სოფლის თავშეყრის ადგილზე ისტორიული პიროვნებების ფოტოები დაკიდეს (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში თავშეყრის ადგილზე ლიტერატურული პერსონაჟების და ისტორიული პირების ფოტოები გამოფინეს.

ადგილობრივი მკვიდრის ნოდარ ზანგურაშვილის თქმით, ჩარჩოში ჩასმული წარწერები ახალგაზრდა, 30-35 წლის თაობამ შეაგროვა.

ნაწილი სკოლის შენობიდან მიიტანეს, ნაწილი კი, ნაგავზე გადაყრილი უპოვიათ.

ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის ფოტოების გვერდით შოთა რუსთაველის მონუმენტიც დგას.

თამაზ სარაული ამბობს, რომ ნაკვეთიდან დაბრუნებული მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში აქ ისვენებს. საღამო ჟამს, ზოგჯერ, პურმარილი იშლება და პატრიოტული სადღეგრძელოებიც ისმება.

,,უფროსმა თაობამ კი ვიცით, ვინც არიან ეს პიროვნებები, მაგრამ პატარებმა არ იციან. გაივლიდან, წაიკითხავენ მაინც და გაიგებენ" - ამბობს თამაზ სარაული.

ვალიკო ხაჩიროვისთვის პირველი სადღეგრძელო მშვიდობის სადღეგრძელოა. ის წუხს, რომ რამდენიმე მეტრში რუსეთის ჯარები დგას და მეზობელ სოფლებში გადასვლას უკრძალევენ.

საშუალო თაობის ახალგაზრდებს არც უფროსი თაობა ჩამორჩა. თაროებზე საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის მონუმენტიც დევს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები