ახალი ამბები
ქარელში ლიბერთი ბანკის თანამშრომლებმა გამგეობის გუნდი დაამარცხეს
ქარელის კეძო და საჯარო ორგანიზაციების გუნდებს შორის მიმდინარე ტურნირი ფეხბურთში ,,ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლების გამარჯვებით დაიწყო.

პირველ შეხვედრაზე საფინანსო ორგანიზაციამ მოწინააღმდეგე საჯარო მოხელეები 4:3 დაამარცხა.

იმავე დღეს, კიდევ ერთ შეხვედრაში თიღვის თემის გამგეობისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების გუნდებმა ფრე 1:1 ითამაშეს.

დღეს კი ერთმანეთს სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გუნდები დაუპირისპირდება. გამგეობის მეორე ახალგაზრდული გუნდი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნაკრებს შეხვდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2016 წლის 16 აგვისტოდან ქარელში მოქმედი ორგანიზაციების გუნდის წევრები ერთმანეთს მინიფეხბურთში ეჯიბრებიან.

ტურნირი 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები