პაატა ბურჭულაძის პარტიის გორის ორგანიზაცია ხელმძღვანელის მიმართ
ერთგული რჩება და ერთიანობას ინარჩუნებს.
ამის შესახებ ქალაქისა და რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატებმა - შოთა
წკრიალაშვილმა და მედეა აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე
ისაუბრეს.
მედეა აბაშიძის თქმით, თბილისის შტაბში მომხდარმა ცვლილებებმა გორის
ორგანიზაციაზე გავლენა ვერ მოახდინა.
ორივე კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებისთვის და მაჟორიტარობის
მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს.
მედეა აბაშიძისა და შოთა წკრიალაშვილის ბრიფინგი პარტიიდან ისნის #10
საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივნის იოსებ ხიმშიაშვილის წასვლას
უკავშირდება.
იგი ბურჭულაძის პარტიის თბილისის შტაბის უფროსი იყო და თავის გუნდთან
ერთად პარტია დატოვა.
“აღნიშნულ პარტიის ხელმძღვანელობა შემჩნეულია “ნაციონალური მოძრაობის”
ლიდერებთან აქტიურ კავშირში, ისინი ასევე აწარმოებენ გაურკვეველ
მოლაპარაკებებს “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, პარტიის
ხელმძღვანელობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება,
როგორც ოფისების მეპატრონეების ასევე პარტიაში მომუშავე პირების
მიმართ”. - განაცხადა იოსებ ხიმშიაშვილმა.

სტატიის გამოყენების პირობები